საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველი ახალგაზრდები სლოვაკეთ თანატოლებს შეხვდნენ და 2:0 დამარცხდნენ. პირველ ტაიმში მომენტები ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა შექმნეს, თუმცა ბურთი არ გასულა და 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარი სლოვაკების უპირატესობით წარიმართა და 68-ე წუთზე მეტოქემ ანგარიში გახსნა, ხოლო რამდენიმე წუთში სხვაობა ორამდე გაიზარდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა

სტატიის ავტორი
-