ხორვატიის დამარცხებისას საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეტოქეზე 10-ჯერ იაფი იყო

2011 წლის 26 მარტს “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებმა ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ლევან კობიაშვილის გოლით ხორვატია 1:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში აღნიშნული მატჩში ბევრმა საინტერესო და კარმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

საინტერესოა, რა იყო საქართველოს იმ გუნდის სასტარტო შემადგენლობის სატრანსფერო ღირებულება, რომელმაც 9 წლის წინ ხორვატია დაამარცხა.

Transfermarkt-ის მონაცემების თანახმად, ქართველთა შორის მოედანზე ყველაძე ძვირადღირებული ფეხბურთელი “მილანის” მცველი, ალექსანდრე ამისულაშვილი (2.5 მილიონი ევრო) იყო, მთლიანი შემადგენლობის კი –  11.1 მილიონ ევროს შეადგენდა.

მეკარე: ნუკრი რევიშვილი – 800 ათასი ევრო

მცველები: კახა კალაძე – 1.7 მილიონი ევრო, ლაშა სალუქვაძე – 1 მილიონი ევრო, ალექსანდრე ამისულაშვილი – 2.5 მილიონი ევრო, აკაკი ხუბუტია – 400 ათასი ევრო, ზურაბ ხიზანიშვილი – 750 ათასი ევრო

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა – 500 ათასი ევრო, ლევან კობიაშვილი – 1.25 მილიონი ევრო, მურთაზ დაუშვილი – 550 ათასი ევრო

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი – 1.2 მილიონი ევრო, ალექსანდრე იაშვილი – 700 ათასი ევრო

შედარებისთვის, ხორვატიის ძირითადი თერთმეტეულის ღირებულება მაშინ 105 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც ქართველებთან შედარებით თითქმის 10-ჯერ ძვირია.

ხორვატიის დამარცხებისას საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეტოქეზე 10-ჯერ იაფი იყო

სტატიის ავტორი
-