საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრებს FIFA-ს რეიტინგში წინსვლა აქვს – ვილი სანიოლის გუნდი 7 პოზიციით დაწინაურდა.

ნოემბრის სანაკრებო პაუზა ქართველებმა ძალიან კარგად ჩაატარეს. ბათუმში ჯერ შვედეთი 2:0 დავამარცხეთ, ამხანაგურ მატჩში კი უზბეკეთს მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ – 1:0.

FIFA-ს განახლებად რეიტინგში საქართველოს ნაკრები 93 ადგილიდან 86-ე პოზიციაზე გადავიდა.

 

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-