საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 3 საფეხურით წინ წაიწია და 85-დან 82-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს მსოფლიოს რეიტინგში 20.15 ქულა მოემატა და საერთო ჯამში 1276.21 დააგროვა, ამაზე დიდი პროგრესი კი მხოლოდ 11 ნაკრებს აქვს.

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა 1

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის ივნისის თვეში უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 12 გოლი გაიტანა, 2 გაუშვა და დაგროვილი 10 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს 2013 წლის (თებერვალი-მარტი, 69) შემდეგ საუკეთესო შედეგია.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

 

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-