საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა 

მარტის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის აქტივშიც 1267 ქულაა, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 2 საფეხურით დაბლა დაიხია და 89-ეს ნაცვლად, უკვე 91-ე ადგილს იკავებს.

მარტის თვეში, “ჯვაროსნებმა” მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 3 შეხვედრა ჩაატარეს: შვედეთთან (0:1), ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთთან (1:1).

სამი ტურის შემდეგ დაგროვილი 1 ქულით საქართველოს ეროვნული გუნდი B ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს, მათი პოზიცია სატურნირო ცხრილში ასეთია:

ესპანეთი – 6

შვედეთი – 18

საბერძნეთი – 51

კოსოვო – 120

მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა  1

შემდეგ შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს, რუმინეთთან, სტუმრად, ამხანაგური მატჩის ეგიდით ჩაატარებს, 6-ში კი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა 

სტატიის ავტორი
-