საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგის ახალ სეზონში 

17 ივნისს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე, სხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების თარიღებთან ერთად, ერთა ლიგის ახალი 20202/2021 წლების გათამაშების კალენდარიც დადგინდა.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონის პირველ ჯგუფში ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და სომხეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდა. ჯვაროსნები ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ბალტიისპირელებთან სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრით 5 სექტემბერს დაიწყებენ და მათთანვე, 18 ნოემბერს საშინაო მატჩით დაასრულებენ.

სრული განრიგი ასეთია:

5 სექტემბერი: ესტონეთი- საქართველო

8 სექტემბერი: საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი – საქართველო

14 ოქტომბერი: ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო-სომხეთი

18 ნოემბერი: საქართველო-ესტონეთი

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პირველი გათამაშების D დივიზიონის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” ჩაატარებს.

 

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგის ახალ სეზონში 

სტატიის ავტორი
-