საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის ფინალში ცნობილია

ახლახანს დასრულდა ერთა ლიგის D ჯგუფის მეორე ნახევარფინალური მატჩი. ჩრდილოეთ მაკედონიამ შინ კოსოვო 2:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

სწორედ მაკედონია იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჩასატარებელ საფინალო მატჩში.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის საფინალო შეხვედრას 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართავს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თამაშამდე “ჯვაროსნები” მაკედონიას კიდევ ერთხელ, ერთა ლიგის C ჯგუფის მე-4 ტურში დაუპირისპირდებიან. თამაში 14 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის ფინალში ცნობილია

სტატიის ავტორი
-