საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის რეკორდი მოხსნა

19 ნოემბერს, “დინამო არენაზე” ერთა ლიგის D დივიზიონის მატჩი შედგა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა დასწრების მხრივ რეკორდი მოხსნა. “დინამო არენაზე” ყაზახეთთან მატჩს 52 214 გულშემატკივარი დაესწრო. ერთა ლიგის ეგიდით, B; C და D დივიზიონებში ეს მაჩვენებელი სარეკორდოა.

ჩვენზე უკეთესი შედეგი მხოლოდ A დივიზიონში მოასპარეზე გრანდებს ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის რეკორდი მოხსნა

სტატიის ავტორი
-