საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას ქეცბაიასთან აწარმოებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები თითქმის უკვე 3 თვეა უმწვრთნელოდაა. ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ პოსტი ჯერ არავის დაუკავებია.

როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას თემურ ქეცბაიასთან აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისის” 52 წლის სპეციალისტს “ჯვაროსნების” მწვრთნელად უკვე უმუშავია, 2009-2014 წლებში.

აღნიშნული ინფორმაცია კახა ცხადაძემ პირველ არხთან საუბარში გაავრცელა: “ჩემს შესახებ გადაწყვეტილება ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. როგორც ვიცი, ახლა ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს,” – ამბობს ცხადაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას ქეცბაიასთან აწარმოებს

სტატიის ავტორი
-