საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 2 ადგილით დაქვეითდა.

ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი ახლა 91-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თამაში არ ჩაუტარებია და ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 23 მარტს დაიწყებს, სადაც შვეიცარიას შეხვდება.

რეიტინგის ათეული უცვლელია. პირველ ადგილზე კვლავ ბელგიაა, მეორეზე საფრანგეთი, ხოლო მესამე პოზიციას ბრაზილია იკავებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებს, შვეიცარია მე-8 პოზიციაზეა, ხოლო დანია მე-10 ადგილზე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა 1
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა 2

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა

სტატიის ავტორი
-