სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ეს უფრო მარტივს ხდის ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობას. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ფეხბურთელი სარგებლობს სოციალური ქსელით და ბევრი მათგანი ამას საკმაოდ წარმატებულადაც აკეთებს.
არსებობს შემთხვევები, როცა საფეხბურთო კლუბები და მოთამაშეები სოციალურ ქსელში კურიოზულ პოსტებს ანთავსებენ ან მომხმარებელთან მიმოწერა აქვთ. აქ პრემიერლიგის თითოეული კლუბის სოციალური ქსელის ისტორიიდან ყველაზე საინტერესო მომენტებს შემოგთავაზებთ.
“არსენალი” – გრანიტ ჯაკას მეუღლემ Instagram-ის ანგარიში გააუქმა
ოქტომბერში, ლონდონური კლუბის ფეხბურთელს გულშემატკივრებთან ურთიერთობა დაეძაბა, უნაი ემერიმ მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა. შემდეგი ნაბიჯი შვეიცარიელი ფეხბურთელის მიერ ქომაგების შეურაცხყოფა იყო, რამაც ფანების აგრესია გამოიწვია და ისინი ჯაკას მეუღლეს მოკვლით დაემუქრნენ. საბოლოოდ ლეონიტამ ანგარიში გააუქმა.
“ასტონ ვილა” – ჯოლეონ ლესკოტის “ჯიბის პოსტი”
“ლივერპულთან” 0:6 განადგურების შემდეგ, მაშინ, როცა გულშემატკივრები გუნდის წევრებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ, “ასტონ ვილას” ფეხბურთელმა Twitter-ში “მერსედესის” ფოტო განათავსა. ცოტა ხანში, ინგლისელმა მცველმა ფოტო წაშალა და დაწერა: “ეს პოსტი შემთხვევით დაიდო. ეს მაშინ მოხდა, როცა მანქანას ვმართავდი, ტელეფონი კი ჯიბეში მედო”.
— Joleon Lescott (@JoleonLescott) February 14, 2016
“ბორნმუთი” – სიმონ ფრენცისის ფოტოშოპი
სიმონ ფრენცისი კლუბის ლეგენდაა, რომელიც “ბორნმუთს” ლიგა 1-დან პრემიერლიგაში აღზევებაში დაეხმარა. წინა წლის დეკემბერში, “ჩელსისთან” მატჩისას, “ალუბლებმა” 34 წლის ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისას, მისით სტივ კუკის ჩანაცვლება სცადეს, თუმცა ფოტოშოპი წარუმატებელი გამოდგა.
🚨 TEAM NEWS 🚨
🔴 King returns
⚫ C & H Wilson miss out
🔴 First 19/20 start for GoslingFollow us LIVE 👉 https://t.co/vQnWZhvvJJ#afcb // #CHEBOU pic.twitter.com/oIOcka34La
— AFC Bournemouth (@afcbournemouth) December 14, 2019
“ბარნლი” – ანდრე გრეის ჰომოფობიური პოსტი
ამჟამად “ოუტფორდში” მოთამაშე ფეხბურთელმა Twitter-ში პოსტი 8 წლის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც გეების მიმართ სიძულვილი გამოამჟღავნა. მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
“ჩელსი” – ჯეიდონ სანჩოს აღნიშვნა
ამჟამად, “დორტმუნდის” თავდამსხმელმა, რომელიც “მანჩესტერ სიტის” აკადემიის აღზრდილია, 2012 წელს ლონდონური კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება აღნიშნა.
“კრისტალ პალასი” – უეინ ჰენესის ნაცისტური სალამი
როგორც უელსელმა ფეხბურთელმა მოგვიანებით ახსნა, ეს უბრალოდ მეგობრის მისამართით ხუმრობა იყო.
“ევერტონი” – ფაბიან დელფის კამათი გულშემატკივართან
იანვარში, ინგლისის ასოციაციის თასზე “ლივერპულთან” დამარცხების შემდეგ გაცხარებულმა დელფმა Instagram-ზე გულშემატკივართან უწმაწური სიტყვებით იკამათა.
“ლესტერი” – ჰამზა ჩოდრის ისტორიული პოსტი
2013-14 წლებში, მაშინ როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი 15-16 წლის იყო, რამდენიმე გამაღიზიანებელი პოსტი განათავსა, მან ჯერ ქალთა ფეხბურთი გააკრიტიკა, შემდეგ რასისტული აგრესია გამოხატა, ბოლოს კი ის ადამიანები დაამცირა, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, ჩოდრიმ ახალგაზრდული შეცდომების გამო მოიბოდიშა.
“ლივერპული” – პოლ კონჩესკის დედის და გულშემატკივრის კამათი
პოლ კონჩესკის “ლივერპულური” კარიერა წარმატებულად ვერ აეწყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი დედამისის მიერ სოციალურ ქსელში ფანებთან ცხარე კამათი იყო, სადაც ამტკიცებდა, რომ მის ვაჟს “ფულემი” არასდროს უნდა დაეტოვებინა.
“მანჩესტერ სიტი” – ტოტის ინგლისში არასდროს გაუტანია
ჩემპიონთა ლიგაში “რომასთან” დაპირისპირებამდე 1 საათით ადრე, “ქალაქელთა” Twitter-ში დაწერეს: “მოუთმენლად ველით “რომას” და ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის. მას ინგლისში არასდროს გაუტანია”.
მატჩი 1:1 დასრულდა, იტალიური კლუბის მხრიდან გოლი ტოტიმ გაიტანა, რომელმაც თქვა, რომ “სიტის” პოსტი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” – დარენ გიბსონის ორსაათიანი ანგარიში
2011 წელს გიბსონმა Twitter-ში ანგარიში შექმნა, 2 საათის შემდეგ კი გააუქმა, როგორც აღმოჩნდა მიზეზი “მანიუს” ქომაგების შეტევა იყო.
“ფეხბურთისთვის” საერთოდ შეუსაბამო ხარ”, “არ ვიცი რა დაინახა ფერგიმ შენში”, – ფეხბურთელის ფოსტა მსგავსი წერილებით აივსო.
“ნიუკასლი” – ჰარის ვუკიჩის ფოტო ახალი ზელანდიის გზაზე
მალაიზიური ავიახაზების MH17-ის ავიაკატასტროფის შედეგად “ნიუკასლის” ორი ახალგაზრდა გულშემატკივარი გარდაიცვალა, რომლებიც “კაჭკაჭების” წინასასეზონო ტურზე ახალ ზელანდიაში მიემგზავრებოდნენ.
მეორე დღეს, იგივე რეისით “ნიუკასლის” ფეხბურთელები გაემგზავრნენ, როცა ჰარის ვუკიჩმა დაპოსტა: “ახალი ზელანდია, ჩვენ მოვდივართ, ძილის დროა”.
მოგვიანებით, ფეხბურთელმა პოსტი წაშალა და დაწერა: “ბოდიში, თუ ჩვენმა პოსტმა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა, მიზანმიმართულად არაფერი გაგვიკეთებია. ვწუხვართ გარდაცვლილებზე”.~
“ნორვიჩი” – ტედ კენტველმა გაახმაურა, რომ “არსენალის” გულშემატკივარია
“მოხარული ვარ, რომ “არსენალის” გულშემატკივრად ვრჩები” – ეს “ნორვიჩის” ფეხბურთელმა 2014 წელს დაწერა.
“შეფილდ იუნაიტედი” – დინ ჰენდერსონის კამათი ფანებთან
წინა სეზონის შეფილდური დერბის დროს, ჰენდერსონი ქომაგს ჯერ მოედანზე, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. გუნდის გულშემატკივარი მას მეორე ტაიმში დაბნეულობას და შეშინებულობაში ადანაშაულებდა.
ჰენდერსონი: “გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემი სახელის დაძახება, ეს ჩემს გრძნობებს აღიზიანებს.
“საუტჰემპტონი” – ფეხბურთელების ნიღბები
გულშემატკივრებმა საყვარელი კლუბის ფეხბურთელების სახის მქონე ნიღბები მოირგეს, ეს 2014 წელს, “სუონსისთან” პრემიერლიგის მატჩში მოხდა. ფოტო ქომაგთა გვერდმა გამოაქვეყნა.
“ტოტენჰემი” – დარენ ბენტი დანიელ ლევის შესახებ
ფეხბურთელმა რამდენიმე წლის წინ დაწერა ის, რომ კლუბის ხელმძღვანელი დანიელ ლევი წასვლის უფლებას არ აძლევდა: „მინდა „ჰალში“ წასვლა? არა. მინდა „სტოკში“ წასვლა? არა. მინდა „სანდერლენდში“ წასვლა? კი, ასე რომ ლევი, შეწყვიტე ეს დ****ი ყველაფერი. „სანდერლენდი“ პრობლემას არ წარმოადგენს.
ბენტმა სურვილი ერთი თვის შემდეგ აისრულა.
„ოუტფორდი“ – გარი ლინეკერის პოსტი მარკო სილვაზე
როცა, „უოტფორდმა“ 2018 წლის იანვარში მარკო სილვა გაათავისუფლა, ლინეკერმა დაწერა: „აბსურდული გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, „ოუტფორდმა“ მარკო სილვას გაშვებით საშინელი გადაწყვეტილება მიიღო. მათ მარკოს პირველივე ჩავარდნა არ აპატიეს. ის ფეხზე ძალიან მალე ადგება, „ოუტფორდი“ კი ძალიან დასუსტდება.
კლუბმა პასუხის გაცემისგან თავი თითქმის ერთი წლის განმავლობაში შეიკავა და 2019 წლის იანვარში, მაშინ, როცა ხავი გარსიას ხელში გუნდი შესანიშნავ ფორმაში და მეშვიდე ადგილზე იყო, დაწერეს: „ახლა რას იტყვით?“
მალე, კლუბის დირექტორმა სკოტ დუქსბერიმ დაწერა, „ბოდიში გარი, ჩვენ შესაძლოა უფრო მეტი სოციალური მედიის მენეჯერი გავათავისუფლოთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი. ისინი უბრალოდ წარმატებით აჟიტირებულები იყვნენ“.
Sorry, @GaryLineker, no offence meant to anyone. They got carried away celebrating when they realised the Head Coach had been with us for a whole year!
I might be going through more Social Media Managers than Head Coaches soon 🤦♂️
Yours,
Scott Duxbury, Chairman & CEO#watfordfc https://t.co/ZvDN4qnWG6— Watford Football Club (@WatfordFC) January 21, 2019
„ვესტ ჰემი“ – დევიდ გოლდს ფეხბურთელები აერია
2015 წელს, „ჩაქუჩების“ აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გოლდმა კლუბის ახალ შენაძენ პედრო ობიანგს კონტრაქტის გაფორმება „იუვენტუსის“ მცველის ანხელო ოგბონას ფოტოთი მიულოცა.
„ვულვზი“ – ჩვენ ყველას გვიყვარხარ დიდო უილი
როცა „ვულვზმა“ „ნიუკასლთან“ გაათანაბრა, სოციალური ქსელის ადმინისტრატორმა გადაწყვიტა დაეწერა: „ჩვენ ყველას გვიყვარხარ დიდო უილი“.
We all 💛 big Willy pic.twitter.com/E2Hm7hx0vY
— Wolves (@Wolves) February 11, 2019