სატრანსფერო ბანს სხვა ინგლისური გუნდებიც მიიღებენ?

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ბანის მიღება “ჩელსის” გარდა, პრემიერლიგის კიდევ 4 გუნდს ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელები 18-წლამდე ფეხბურთელების შეძენის გამო, 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალ მოთამაშეს ვეღარ გაიფორმებენ.

ახლა კი, ინგლისური პრესა იტყობინება, რომ FIFA პრემიერლიგის სხვა გუნდების საქმიანობასაც გადახედავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბებზეა საუბარი.

სატრანსფერო ბანს სხვა ინგლისური გუნდებიც მიიღებენ?

სტატიის ავტორი
-