საუკეთესოს სინონიმი – ბრაზილიურ ლექსიკონში პელეს სახელი დაამატეს

ბრაზილიურ ლექსიკონში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, პელეს სახელწოდება დაამატეს.

ამიერიდან, მიხაელისის ლექსიკონის განცხადებით, რომელმაც 125 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, პელე ზედსართავი სახელის მნიშვნელობას მიიღებს, რომელიც „გამონაკლისი, შეუდარებელი, უნიკალურის“ აღწერისას იქნება გამოყენებული.

“ეს სახელი ეკუთვნის იმას, ვინც არაჩვეულებრივია, ან რომელიც თავისი ხარისხის, ღირებულების ან უპირატესობის გამო ვერაფერს ან ვერავის ვერ შეედრება, ისევე როგორც პელე”.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 2022 წლის დეკემბერში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საუკეთესოს სინონიმი – ბრაზილიურ ლექსიკონში პელეს სახელი დაამატეს

სტატიის ავტორი
-