საული: “3 დღეში ჩემს ახალ კლუბს გავამხელ…”

მადრიდის “ატლეტიკოს” 27 წლის შემტევმა – საულ ნიგესმა განაცხადა, რომ იგი 3 დღეში მის ახალ კლუბს დაასახელებს. შესაბამისად გადაწყვეტილია, რომ ესპანელი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს ტოვებს.

ესპანელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში მადრიდული კლუბის მაისურის 37 მატჩი ითამაშა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო.

“ატლეტიკოს” გულშემატკივრები აღშფოთებულები არიან და საულს სოციალურ ქსელში თხოვენ, რომ კლუბი არ დატოვოს, თუმცა მან თავად დადო სუთარი შემდეგი წარწერით: “3 დღეში ჩემს ახალ კლუბს გავამხელ…”

ესპანური სპურტული მედიაგამოცემა AS-ის ცნობით, საულის მომავალი კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება, რომელმაც საულში $72 მილიონი გადაიხადა.

საული: “3 დღეში ჩემს ახალ კლუბს გავამხელ…”

სტატიის ავტორი
-