საუთჰემპტონმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა, “საუთჰემპტონმა” მთავარი მწვრთნელი, მარკ ჰიუზი თანამდებობიდან გადააყენა.

უელსელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “საუთჰემპტონი” ცუდად გამოიყურებოდა. მიმდინარე სეზონში გუნდი გასავარდნ ზონაშია. მე-18 პოზიციას იკავებს და უკეთ თამაშისა და სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივაც არ ჩანს.

გასულ 14 ტურში “საუთჰემპტონმა” მხოლოდ 1 თამაში მოიგო. წააგო 7, ხოლო 6 მატჩი ფრედ ითამაშა. გაიტანა 12 ბურთი და გაუშვა 26.

“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დროებით კელვინ დევისი იქნება.

 

საუთჰემპტონმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

სტატიის ავტორი
-