სერბეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი მასპინძლობს. ტურნირი 20 ნოემბრიდან – 18 დეკემბერამდე გაიმართება.

სერბეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა – დრაგან სტოიკოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სერბეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში ვხედავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ფილიპ კოსტიჩი, დუშან ვლაჰოვიჩი, დუშან ტადიჩი, ალექსანდრ მიტროვიჩი, სეგეი მილინკოვიჩ-სავიჩი.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში, შვეიცარიის, ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებებთან ერთად არის წარმოდგენილი.

სერბეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-