სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი

იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში ერთმანეთს “სასუოლო” და “მილანი” დაუპირისპირდნენ.

“მილანის” 21 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა რაფაელ ლეაომ შეხვედრაში ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა.

გატანილი გოლით ახალგაზრდა შემტევმა სერია A-ს და ტოპ 5 ევროპული ლიგის რეკორდი დაამყარა, შეხვედრის დაწყებიდან მას გოლის გასატანად სულ რაღაც 6.2 წამი დასჭირდა.

სერია A-ს ყველაზე სწრაფი გოლი ლეაოს გატანილ გოლამდე “პიაჩენცას” რიგებში მოთამაშე პაოლო პოჯის ეკუთვნოდა, პოჯის იტალიის ჩემპიონატის 2001-02 წლის სეზონში “ფიორენტინას” კარის ასაღებად სულ რაღაც 8.1 წამი დასჭირდა.

იხილეთ ლეაოს გოლი:

სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი 1

სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი

სტატიის ავტორი
-