სერხიო რამოსი 100-იანთა კლუბს შეუერთდა

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა საიუბილეო გოლი გაიტანა.

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გამართული შეხვედრა “ლეგანესის” წინააღმდეგ, რომელშიც “სამეფო კლუბმა” 3:0 მოიგო, სერხიო რამოსისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ესპანელმა ფეხბურთელმა 44-ე წუთზე ანგარიში თერთმეტ მეტრიანი დარტყმით გახსნა. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა საიუბილეო. რამოსმა კარიერაში მე-100 ბურთი გაიტანა.

სერხიო რამოსს 3 ბურთი “სევილიას” რიგებში აქვს გატანილი, 80 ბურთის გატანა მან “რეალის” მაისურით შეძლო, ხოლო 17-ჯერ მეტოქეთა კარი ესპანეთის ნაკრების რიგებში აიღო.

სერხიო რამოსი 100-იანთა კლუბს შეუერთდა

სტატიის ავტორი
-