შახტარის დანაკლისი – ხოჭოლავა რეალთან ძირითადში დაიწყებს?

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება – დავით ხოჭოლავას “შახტარი” პირველ ტურში სტუმრად “რეალს” დაუპირისპირდება.

უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ 24 კაციანი განაცხადი დაასახელა, რომლის მიხედვითაც, “შახტარს” საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს.

დონეცკელებს ძირითადი შემადგენლობის არც ერთი ცენტრალური მცველი არ ეყოლებათ – კრიცოვი და მატვიენკო ესპანეთში ტრავმების გამო ვერ გაემგზავრნენ.

აქედან გამომდინარე, უდიდესი ალბათობით, ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა აღნიშნულ შეხვედრას სასტარტო თერთმეტეულში დაიწყებს.

შახტარის დანაკლისი – ხოჭოლავა რეალთან ძირითადში დაიწყებს?

სტატიის ავტორი
-