შეფილდ უენსდის საოცარი ქამბექი და  ლიგა 1-ის ფინალის საგზური

ჩემპიონშიფის საგზურისთვის ლიგა 1-იდან 4 გუნდი იბრძოდა. ერთ-ერთი “შეფილდ უენსდია”, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად “პეტერბოროსთან” 4:0 დათმო, მეორე მატჩში კი საკუთარ მოედანზე ისტორიული მატჩი ჩაატარა და ჩემპიონშიფამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აკლია.

პირველ მატჩში 0:4 ჩამორჩენის შემდეგ, “შეფილდ უენსდის” შანსები თითქმის ნულს უტოლდებოდა, თუმცა მათ საკუთარ მოედანზე მატჩის 98-ე წუთზე მეოთხე გოლი გაიტანეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს.

https://twitter.com/SkyFootball/status/1659311830869716992?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1659311830869716992%7Ctwgr%5E5e9408a370a141eee757f0d9d4e0cf44859e0981%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.sportbible.com%2Ffootball%2Fsheffield-wednesday-peterborough-united-league-one-456147-20230518

დამატებით დროში კი 1:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 5:5) და ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც “შეფილდმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

https://twitter.com/MailSport/status/1659508557161586688

“შეფილდ უენსდი” ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში “ბარნსლი” – “ბოლტონს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეფილდ უენსდის საოცარი ქამბექი და ლიგა 1-ის ფინალის საგზური

სტატიის ავტორი
-