შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებს შორის დაასახელეს

ადგილობრივმა გამოცემებმა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინეს.

საქართველოს ნაკრებისა და “ტრაბზონსპორის” ყოფილი თავდამსხმელი, შოთა არველაძე თურქებს არ გამორჩენიათ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი ისეთ მოთამაშეებს შორის მოხვდა, როგორებიც არიან: დიდიე დროგბა, კლაუდიო ტაფარელი, რობერტო კარლოსი, გეორგე ჰაჯი, გუტი ერნანდესი, ფრენკ რიბერი და სხვა…

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: 

შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებს შორის დაასახელეს 1

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე “ტრაბზონსპორში” 1993-1997 წლებში თამაშობდა, რა დროშიც მან 117 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა.

შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებს შორის დაასახელეს

სტატიის ავტორი
-