შოტლანდიური გუნდი გამოკითხვას ატარებს – დარჩეს თუ წავიდეს მეკარე?

შოტლანდიურმა “ლივინგსტონმა”, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში გამოდის, 37  წლის ფეხბურთელის ბედის გადაწყვეტა გულშემატკივარს მიანდო.

გარი მეილი, რომელიც “ლივინგსტონის” მე-3 მეკარეა, კონტრაქტი რამდენიმე დღეში, 31 მაისს უმთავრდება.

სოციალურ ქსელში კი შოტლანდიურმა კლუბმა გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც ქომაგებმა უნდა გადაწყვიტონ – გაუხანგძლივდეს ხელშეკრულება გარის თუ “ლივინგსტონიდან” წავიდეს.

გამოკითხვაში ამჟამად 168 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა, საიდანაც 68.5% მხარს ფეხბურთელის გუნდში დარჩენას უჭერს.

გარი მეილის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ თქვენგანს, მოცემულ ბმულზე შეუძლია.

 

შოტლანდიური გუნდი გამოკითხვას ატარებს – დარჩეს თუ წავიდეს მეკარე?

სტატიის ავტორი
-