სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში

ნიკა სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

“ინჰულეცის” ქართველმა თავდამსხმელმა “ვორსკლასთან” შეხვედრაში (2:2) გოლის გატანა და პენალტის გამომუშავება მოახერხა, რითაც football.ua-ს ყურადღება მიიპყრო.

“ნიკა “ვორსკლას” მცველების ნამდვილი თავისტკივილი იყო. ჯერ სკლიარმა ჩაარტყა ფეხებში და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი 26 წლის ფორვარდის მოძრაობების შედეგად ფეხზე ვერ დარჩა იაროვსკი. შედეგად – პენალტი და ულამაზესი გოლი. რეალურად, ეს თავისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა,” – წერს უკრაინული მედია.

ნიკა სიჭინავას უკრაინის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ 4 გოლი და 1 ასისტი აქვს. “ინჰულეცი” 12 ქულით 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზეა.

ასევე იხილეთ: სიჭინავას გოლი და გამომუშავებული პენალტი ვორსკლასთან (ვიდეო)

სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში

სტატიის ავტორი
-