SkySports: “მანჩესტერი პირველ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა”

SKYSPORTS გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნატედი” ძალიან ახლოსაა ზაფხულის პირველ ტრანსფერთან. და ყველასთვის მოულოდნელად “მანკუნიანელების” პირველი შენაძენი შესაძლოა “სუონსის” გარემარბი დანიელ ჯეიმსი გახდეს.

ჯეიმსის ასპარეზობა ჩემპიონშიპში იყო ძალიან შთამბეჭდავი ამ სეზონში, განსაკუთრებით მისი სისწრაფის გამო და ის ზამთარში “ლიდსში” გადასვლასთან იყო ახლოს. ტრანსფერი ფასზე შეუთანხმლებლობის გამო ჩაიშალა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით ამ სატრანსფერო ბაზარზე აღარ იქნება ძალიან ძვირიანი და ხმაურიანი შენაძენები.

SkySports: “მანჩესტერი პირველ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა”

სტატიის ავტორი
-