სლოვენიელი ფეხბურთელი: “უკრაინელებო, თქვენი ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს”

“დინამო კიევის” სლოვენიელმა ვინგერმა, ბენჟამინ ვერბიჩმა უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირა და რუსეთის აგრესია დაგმო.

“უკრაინელებო! უკრაინა! ჩვენ გელოდებით ევროკავშირში. გვჯერა თქვენი და თქვენი გამარჯვების.

თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ სიმართლისა და ღირსების გზა არ არის მარტივი, მაგრამ თქვენი ძალა და ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს“, – წერს ვერბიჩი სოციალურ ქსელში

სლოვენიელი ფეხბურთელი: "უკრაინელებო, თქვენი ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს" 1

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

 

სლოვენიელი ფეხბურთელი: “უკრაინელებო, თქვენი ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს”

სტატიის ავტორი
-