სოლარიმ მარცხის შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ერთმანეთს “რეალი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ.

მადრიდული კლუბი სახლში ამსტერდამელებთან 1:4 დამარცხდა და ორი მატჩის ანგარიშით (3:5) ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

“სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის წარუმატებლობის შემდეგ ჟურნალისტებმა თავის მომავალზე ჰკითხეს.

“აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მარტივად დავნებდე,” – უპასუხა სოლარიმ მედიის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” ცოტა ხნის წინ კოპა დელ რეიდანაც გამოვარდა, ლა ლიგაში კი ლიდერ “ბარსელონასთან” სხვაობა 12 ქულაა.

სოლარიმ მარცხის შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-