სოლსკიაერმა ბრიუგესთან ფრე ბურთს დააბრალა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე “ბრიუგეს” ეწვია, რომელთანაც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გამართა.

შეხვედრის მე-15 წუთზე ბელგიელებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” წონასწორობა მალევე, 36-ე წუთზე აღადგინეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მანჩესტერელების თავკაცმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეხვედრის შედეგი არასასურველად შეაფასა და საკმაოდ საინტერესო მიზეზიც დაასახელა:

“ვფიქრობ ჩვენ კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ, თუმცა იყო ერთი დიდი პრობლემა – ეს არის ბურთი. ბურთი, რომელიც არ იყო იმ კონდიციაში, როგორიც უნდა იყოს – ის იყო რბილი და მსუბუქი. ვიაზრებ იმას, რომ ამ ბურთით თამაშობდე მეტოქე გუნდიც.  ამ ყველაფერს თან ახლდა წვიმა და ქარი – ამის გამო გამარჯვებაში ხელი კიდევ უფრო შეგვეშალა”, – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

28 თებერვალს “მანჩესტერ იუნაიტედი” საპასუხო შეხვედრას საშინაო არენაზე – “ოლდ ტრაფორდზე” გამართავს.

 

სოლსკიაერმა ბრიუგესთან ფრე ბურთს დააბრალა

სტატიის ავტორი
-