სრნა: “რუსებს შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურონ”

დონეცკის “შახტარის” სპორტულმა დირექტორმა, დარიო სრნამ რუსული კლუბების UEFA-ს ტურნირებიდან გარიცხვის შესახებ კომენტარი გააკეთა. ყოფილი ხორვატი ფეხბურთელი აკრიტიკებს მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„ჩემი რჩევაა, ჩავიდნენ უკრაინაში და ნახონ მარიუპოლი, ბუჩა, ჩერნიხოვი და ყველაფერს გაიგებენ,” – მიმართავს სრნა UEFA-დან რუსების მოკვეთის გამკრიტიკებლებს.

საერთოდაც, რუსულ კლუბებს შეუძლიათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ტელევიზორში უყურონ“, – ამბობს დარიო სრნა.

აღსანიშნავია, რომ “შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების ჯგუფურ ეტაპზე თამაში “ვილიარეალის” ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ გაინაღდა. რუსების ადგილს სწორედ დონეცკელები დაიკავებენ, “ვილიარეალისთვის” კი აღნიშნულ ეტაპზე მოხვედრის ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.

სრნა: “რუსებს შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურონ”

სტატიის ავტორი
-