სუარესი ლა ლიგაში ყველაზე შედეგიანი ურუგვაელი გახდა

“ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, “ლა ლიგის” 30-ე ტურში “ვილიარეალს” თავისთვის ისტორიული ბურთი გაუტანა.

32 წლის თავდამსხმელმა გოლი ბოლო დამატებულ წუთზე გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა. აღნიშნული ბურთი სუარესისთვის “ლა ლიგაში” რიგით 129-ე აღმოჩნდა.

სუარესმა ლეგენდარული ურუგვაელის, დიეგო ფორლანის შედეგი გააუმჯობესა. ფორლანს 128 ბურთი ჰქონდა გატანილი.

“ბარსელონას” ფორვარდს “ლა ლიგაში” ურუგვაელებს შორის ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი.

სუარესი ლა ლიგაში ყველაზე შედეგიანი ურუგვაელი გახდა

სტატიის ავტორი
-