ტესტის პასუხი უარყოფითია – ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი – სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა. სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი Euro 2020-ის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურდა, თუმცა გუშინ (17 ივნისს) გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ექიმებმა მას ვარჯიშისა და თამაშის უფლება მისცეს.

კორონავირუსის გამო 32 წლის საყრდენს, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაუცდა, სადაც ესპანეთმა შვედეთის ნაკრებს ფრედ, ანგარიშით 0:0 ეთამაშა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ ნაკრებს სევილიაში შეუერთდა და მზად არის, რომ მეორე ტურის მატჩში ითამაშოს, სადაც ესპანეთი პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი 19 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

ტესტის პასუხი უარყოფითია – ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-