თბილისში გენტის მწვრთნელთან ერთად – ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

“გენტის” ოფიციალური გვერდის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თბილისში, “დინამო თბილისის” ბაზაზე ემზადება. როგორც ცნობილია, ჩაკვეტაძის სავარჯიშო პერიოდს მეთვალყურეობას “გენტის” ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ასისტენტი, იური გურკინკი გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე წელია მუხლის ტრავმა აქვს. გიორგის დაზიანება რამდენჯერმე გაუმიზეზდა, რის გამოც ის მოედანს სრულყოფილად ვერ დაუბრუნდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by KAA Gent (@kaagent)

თბილისში გენტის მწვრთნელთან ერთად – ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

სტატიის ავტორი
-