თურქეთის ჩემპიონატი – ლობჟანიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

საბა ლობჟანიძე beIN Sports-მა თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ქართველმა ფეხბურთელმა “გალასათარაისთან” მოგებულ მატჩში (2:1) ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საბამ მეტოქე გუნდის მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და მუსლერას კარში ეფექტური ბურთი შეაგდო.

თურქეთის ჩემპიონატი - ლობჟანიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია 1

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველი ვინგერი თურქეთის სუპერლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. საბას ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

 

თურქეთის ჩემპიონატი – ლობჟანიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

სტატიის ავტორი
-