თურქეთში, ერთმა ფეხბურთელმა 5 წუთში 2 პენალტი გააფუჭა (ვიდეო)

თურქეთის სუპერლიგაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. 22-ე ტურში, “გაზიანთეფსპორის” თავდამსხმელმა მუჰამეტ დემირმა 5 წუთში ორი 11-მეტრიანი დარტყმა გააცუდა.

57-ე წუთზე, დემირმა ბურთი ძელს გაარტყა, 62-ზე კი კარის ჩარჩოს ააცდინა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს ანიშნა, რომ მეორე პენალტი სხვა მოთამაშეს უნდა შეესრულებინა, თუმცა დემირმა მითითება არაფრად ჩააგდო. ორ წუთში ჯიუტი ფეხბურთელი შეცვალეს.

მიუხედავად ორი გაფუჭებული პენალტისა, “გაზიანთეფმა” 2:0 იმარჯვა.

თურქეთში, ერთმა ფეხბურთელმა 5 წუთში 2 პენალტი გააფუჭა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-