ტიმო ვერნერმა გერდ მიულერის მიღწევა გაიმეორა 

ბუნდესლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა “ლაიპციგმა” დორტმუნდის “ბორუსიასთან” სტუმრად, უხვგოლიან შეხვედრაში (3:3) ქულა მოიპოვა.

სიგნალ იდუნა პარკზე” შემდგარ მატჩში, სტუმართა მხრიდან დუბლი ტიმო ვერნერმა შეასრულა, მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი მოაგროვა და ბომბარდირთა დავაშიც გალიდერდა.

საინტერესოა, რომ 23 წლის თავდამსხმელმა რეკორდი გაიმეორა. 1977/78 წლების სეზონის შემდეგ, ბუნდესლიგაში 16 ტურის მერე სულ მცირე 18 გოლი არცერთ გერმანელ ფეხბურთელს გაუტანია. ბოლოს ეს ლეგენდარულმა გერდ მიულერმა მოახერხა (19 გოლი).

ამ სეზონში გერმანიის ნაკრების ფორვარდს ყველა ტურნირზე 24 მატჩში 23 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ტიმო ვერნერმა გერდ მიულერის მიღწევა გაიმეორა 

სტატიის ავტორი
-