ტომას ტუხელი: “საფეხბურთო პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შიეცვალოს”

ლონდონის “ჩელსის” მიმართ წაყენებული სანქციების შემდეგ, რაც კლუბის მფლობელის, რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის ბრიტანული აქტივების გაყინვამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

“ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია, ვერ გეტყვით შეშფოთებული ვარ თუ არა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ასე რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მე მაინც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ ძლიერი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ვარ.

ვიცი, რომ ირგვლივ ბევრი ხმაურია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხბურთზე გავამახვილოთ ყურადღება.

ჩვენ ინფორმაციებთან და სიახლეებთან ერთად ცხოვრება გვიწევს და გუშინდელიდან დღევანდელ დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ჩვენ ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ხვალ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, ვნახოთ. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს სიტუაცია ჩვენი ბრალი არ არის და ის. საფეხბურთო კუთხით, “ჩელსი” დაცულია, მაგრამ მოვლენები შესაძლოა შეიცვალოს”, – თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

https://www.live.ge/fexburti/ra-gavlenas-iqoniebs-abramovichis-sanqtsiebi-chelsis-evropul-momavalze/

სანქციების დაკისრების შემდეგ, “არისტოკრატებმა” ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარეს და პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ეგიდით, ბოლოადგილოსანნორვიჩს” – 3:1 აჯობეს.

ტომას ტუხელი: “საფეხბურთო პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შიეცვალოს”

სტატიის ავტორი
-