ტორპედო ქართველმა და უცხოელმა ფეხბურთელებმა დატოვეს

ქუთაისის “ტორპედო”, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

ამიერიდან, კახაბერ ჩხეტიანის გუნდის როგებში აღარ ითამაშებს მერაბ გიგაური. 26 წლის ნახევარმცველმა “ტორპედოში” ბოლოჯერ დღეს ბათუმის “დინამოსთან” მატჩში (2:2) ითამაშა.

ქუთაისური კლუბი ასევე დატოვა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რიჩარდ ლუკამ.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ტორპედოს” შემადგენლობაში აღარ ირიცხება უკრაინელი ცენტრალური მცველი, ოლეკსანდრ აზაცკი.

შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანის გუნდს ივლისში საქართველოს სახელით ევროპა ლიგაზე აქვს სათამაშო.

ტორპედო ქართველმა და უცხოელმა ფეხბურთელებმა დატოვეს

სტატიის ავტორი
-