ტოტის და რომას გზები გაიყარა

რამდენიმე წუთის წინ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამით მისი და “რომას” 30 წლიანი უწყვეტი ურთიერთობა დასრულდა.

ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთელის სტატუსით რომაულ კლუბში 1992-2017 წლებში თამაშობდა. მანამდე, 1989 წლიდან ის ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ კი გუნდის ტექნიკური დირექტორი გახდა.

ტოტის და რომას გზები გაიყარა

სტატიის ავტორი
-