ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

იტალიიდან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.

76 წლის მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე წლის გულის შეტევა ჰქონდა გადატანილი, COVID-19-ს დამარცხება ვერ მოახერხა. ენცო ტოტი რომის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

ტოტის ოჯახს პირველმა ფეხბურთელის მშობლიურმა კლუბმა მიუსამძიმრა. “რომა” მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-