ცნობილია ფეხბურთელი, რომლის გარშემოც ნიუკასლი ახალი გუნდის აშენებას გეგმავს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნიუკასლმამარუან ფელაინი იმ იდეალურ ადამიანად წარმოიდგინა, რომლის გარშემოც გუნდის აშენება იქნება შესაძლებელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველის დამატების მიზნით განსაცვიფრებელი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს.

პრემიერ ლიგის იმ გუნდს, რომლისგანაც უახლოეს პერიოდში ყველაზე დიდ და ხმაურიან სატრანსფერო აქტიურობას ელოდებიან, მიზნად აქვს დასახული, რომ 34 წლის ფეხბურთელის დასამატებლად მყარი პირობები მოამზადოს და ბელგიელის წარმომადგენლებს შესთავაზოს, რათა იმ თურქ, არაბ და ყატარულ კლუბებს აჯობოს, რომლებიც მარუან ფელაინის დამატებით ასევე ინტერესდებიან.

Credit: PA

ევერტონის“, “მანჩესტერ იუნაიტედის” და ბელგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ჩინეთის “სუპერ ლიგაში” თამაშობს, სადაც 2019 წლის ივლისში, “წითელი ეშმაკებიდან” 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა უკვე სამი სეზონი ჩაატარა, ამ პერიოდში მან “შანდონგ ტაიშანის” მაისურით 80 მატჩში ითამაშა, 30 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2021 წელს ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა.

რაც შეეხებათ “კაჭკაჭებს“, გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში უმსხვილესი კაპიტალის მქონე საუდის არაბეთის საინვესტიციო ჯგუფმა გადაიბარა, ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ცნობილია ფეხბურთელი, რომლის გარშემოც ნიუკასლი ახალი გუნდის აშენებას გეგმავს

სტატიის ავტორი
-