ცნობილია რამდენ ხანს გამოტოვებს ნეიმარი

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერის, ნეიმარის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი.

ბრაზილიელი ფეხბურთელი საკუთარ გუნდს 10 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის თასის შეხვედრაში “სტრასბურგის” წინააღმდეგ მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს გამოტოვებს და “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. პირველი შეხვედრა 12 იანვარს “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 6 მარტს არის ჩანიშნული.

ცნობილია რამდენ ხანს გამოტოვებს ნეიმარი

სტატიის ავტორი
-