ცნობილია, თუ რამდენი არგენტინელი გულშემატკივარი ჩავა მადრიდში “რივერი” – “ბოკას” მატჩისთვის

9 დეკემბერს, მადრიდში კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც “რივერ პლეიტი” – “ბოკა ხუნიორსს” დაუპირისპირდება. მატჩი არგენტინაში არ გაიმართა, რადგან გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხოლო გუნდებს ავტობუსები დაუმტვრიეს.

ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ ფინალისთვის მადრიდში 500-600 არგენტინელ გულშემატკივარს ელოდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ.

როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა, ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვან. სპეციალურად არ მატჩისთვის, ესპანეთის პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს არგენტინის პოლიციასთან, რადგან ელოდებიან 500-600 განსაკუთრებული აგრესიის მქონე გულშემატკივარის ჩამოსვლას.

ცნობილია, თუ რამდენი არგენტინელი გულშემატკივარი ჩავა მადრიდში “რივერი” – “ბოკას” მატჩისთვის

სტატიის ავტორი
-