უახლესი სატრანსფერო მითქმა-მოთქმა

გთავაზობთ კვირის ყველაზე საინტერესო სანტრანსფერო ჭორებს, რომელიც პრესაში ვრცელდება:

Daily Star – ლონდონის “არსენალმა” თვალი ისკოს დაადგა, უნაი ემერი მზადაა “რეალს” ესპანელის სანაცვლოდ მესუთ ოზილი შესთავაზოს.

Daily Star – იურგენ კლუბს თავის კლუბში ტიმო ვერნერის ხილვა სურს, რომლის სახელიც მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირდებოდა.

The Times – მადრიდის “რეალს” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოზე მოურინიოს დანიშნვა უფრო მეტად სურს ვიდრე მაურისიო პოჩეტინოსი.

The Times – “მანჩესტერ იუნაიტედს” მაურისიო პოჩეტინოსთან ერთად “ტოტენჰემიდან” მწვრთნელთა უფროსის და ფეხბურთელთა განვითარების ხელმძღვანელის ჯონ მაკდერმოტის წამოყვანა სურს.

Daily Mirror – “მონაკოს” მთავარ მწვრთნელს ტიერი ანრის, კლუბში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს, საუბარია ჩესკ ფაბრეგასზე, რომლის ყიდვაც ფრანგ სპეციალისტს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქვს განზრახული.

The Sun – “ჩელსის” მარჯვენაფლანგელი ვიქტორ მოსესი, ზამთარში სავარაუდოდ “კრისტალ პალასს” შეუერთდება

 

უახლესი სატრანსფერო მითქმა-მოთქმა

სტატიის ავტორი
-