UEFA-მ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა | PHOTO

UEFA-მ დღეს ევრო 2024-ის ლოგო ოფიციალურად წარადგინა. ლოგო 6 საერთო ფერით შექმნილი 55 ქვეყნის დროშას ასახავს.

ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ ევროპის ჩემპიონატის ლოგოს პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა: “მოხარული ვარ, რომ ევრო 2024-ის ლოგო ვნახეთ ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე. ჩვენ ახლა გაგვაჩნია ბრენდული იდენტობა, რომელიც ასახავს  ტურნირის ამბიციებსა და გეგმებს. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ყველასთვის იქნება – ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ევროპის შუაგულში ფეხბურთი გაგვაერთიანებს,” – თქვა ჩეფერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება. ტურნირს 10 ქალაქი: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, კიოლნი, გელზენკირხენი, დიუსელდორფი, ჰამბურგი, ლაიფციგი, შტუტგარტი, ფრანკფურტი უმასპინძლებს.

;

UEFA-მ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა | PHOTO

სტატიის ავტორი
-