UEFA-მ რეალისა და აიაქსის მატჩის სადავო აუტზე ისაუბრა

UEFA-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია “რეალისა” და “აიაქსის” საპასუხო მატჩში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამული გუნდის მე-3 გოლისას მსაჯებმა VAR გამოიყენეს, თუმცა გატანილი ბურთი არ გააუქმეს.

“არბიტრებმა ყველაფერი გადაამოწმეს და არსებობს ბევრი დამადასტურებელი კადრი, რომ ბურთს მოედნის ფარგლები ბოლომდე არ გადაუკვეთავს.

ამასთან ერთად, დამხმარე მსაჯი, რომელიც ამ ეპიზოდში კარგ პოზიციაზე იდგა, ეს ყველაფერი დაადასტურა,” – ნათქვამია განცხადებაში.

0UEFA-მ რეალისა და აიაქსის მატჩის სადავო აუტზე ისაუბრა 1

UEFA-მ რეალისა და აიაქსის მატჩის სადავო აუტზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-