UEFA-მ სანაკრებო დონეზე საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

UEFA-მ სანაკრებო დონეზე მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები UEFA-მ დაშვებული შეცდომებისა და აღებული ჯარიმების რაოდენობით, პასის სიზუსტითა და ჩაჭრების რაოდენობით გამოარჩია.

რეიტინგის პირველ ადგილზე მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი გავიდა.

მე-2 ადგილი დაიკავა ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, ვან დაიკმა, მე-3 პოზიციაზეა ჰარის სეფეროვიჩი (შვეიცარია), მე-4 – უკრაინის ნაკრების მეკარე, ანდრეი პიატოვი, მე-5 კი საფრანგეთის ნაკრების შემტევი, ანტუან გრიზმანი.

UEFA-მ სანაკრებო დონეზე საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

სტატიის ავტორი
-