უეფას რჩეული 50: დავითაშვილი ფატის, გრინვუდის და ჯეიმსის გვერდით 

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ევროპელ ტალანტებს შორის საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოხვდა.

“ახალგაზრდა ნახევარმცველი გიგანტურ ნაბიჯს დგამს – საქართველოდან რუსეთის ლიგაში დამკვიდრებისკენ. წარმატებული თავდამსხმელის სულიკო დავითაშვილის ვაჟი უკვე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს”,-წერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 18 წლის ქართველზე.

ამ სეზონში, დავითაშვილმა რუბინის 15 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სიაში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ანსუ ფატი, მეისონ გრინვუდი, რის ჯეიმსი და გაბრიელ მარტინელი არიან.

უეფას რჩეული 50: დავითაშვილი ფატის, გრინვუდის და ჯეიმსის გვერდით 

სტატიის ავტორი
-