უკრაინა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია

უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილით მოიპოვა.

როგორც იცით, ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და C ჯგუფი 3 ქულით დაასრულა.

უკრაინელები მე-3 ტურის სხვა თამაშებზე იყვნენ დამოკიდებულები. იქიდან გამომდინარე, რომ სლოვაკეთი ესპანეთთან დიდი ანგარიშით (0:5) დამარცხდა და შვედეთმა პოლონეთს 3:2 მოუგო, უკრაინა 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანს შორის მოხვდა და შესაბამისად, მერვედფინალის საგზურიც მიიღო.

უკრაინა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია

სტატიის ავტორი
-