უკრაინის ნაკრები სლოვენიაში შეიკრიბა

უკრაინის ეროვნული ნაკრები ომის დაწყების შემდეგ პირველად შეიკრიბა. ოლექსანდრ პეტრაკოვის გუნდმა მზადება ფეხბურთელთა შეზღუდული რაოდენობით დაიწყო.

“ჯერჯერობით, სრულფასოვან ვარჯიშებზე საუბარი რთულია, რადგან გუნდში 11 ფეხბურთელია. მათგან ერთ-ერთს, მიხაილ მუდრიკს გამოკვლევა უტარდება, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების ექიმები დაადგენენ დისკომფორტის მიზეზს. ნახევარმცველი “შახტარის” მიერ, ჰაიდუკის “სპლიტთან” ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა,” – ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

გეტყვით, რომ უკრაინელები შემდეგ მატჩს 11 მაისს, “მიუნხენგლადბახთან” გამართავენ. 1-ელ ივნისს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შოტლანდიას შეხვდება.

უკრაინის ნაკრები სლოვენიაში შეიკრიბა

სტატიის ავტორი
-