უნგრეთში 18 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

ტრაგედია უნგრეთში – 18 წლის ფეხბურთელი ვიქტორ მარსელ ჰეგედუსი ვარჯიშის დროს, მოედანზე გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც უნგრეთის მე-3 ლიგაში, “ანდრაშიდას” რიგებში თამაშობდა, საწვრთნელი პროცესის დროს შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, პირველადი დახმარება კი თანაგუნდელებმა აღმოუჩინეს.

“ანდრაშიდას” ფეხბურთელებმა სასწრაფო სამედიცინო ცენტრში დარეკეს, ექიმების მოსვლამდე კი, სპეციალისტების მითითებით დეფიბრილატორიც გამოიყენეს. სამწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვიქტორ მარსელ ჰეგედუსის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ვიქტორის სახით ჩვენ უნიჭიერესი ფეხბურთელი, კარგი თანაგუნდელი და მეგობარი დავკარგეთ. მასთან განშორება არამარტო ოჯახისთვის, არამედ გუნდის თითოეული წევრისთვის ურთულესი იქნება,” – ვკითხულობთ “ანდრაშიდას” ოფიციალურ განცხადებაში.

უნგრეთში 18 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-