უპრეცენდენტო შემთხვევა – უკრაინის გამო ინგლისში საფეხბურთო წესს ცვლიან

რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგაში საფეხბურთო წესებში დროებითი ცვლილება შევიდა.

კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელი თამაშის მიმდინარეობის დროს უკრაინის მხარდამჭერ ჟესტს გამოხატავს, იგი ყვითელი ბარათით არ დაისჯება, როგორც ეს გატანილი გოლის შემდეგ მაისურის გახდის ტრადიციის შემთხვევაში ხდება ხოლმე.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მსაჯებს აქვთ უფლება, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი ჟესტის გამოვლენის შემთხვევაში, ფეხბურთელები არ გააფრთხილონ.

უკრაინაში საომარი მოვლენები 24 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

 

უპრეცენდენტო შემთხვევა – უკრაინის გამო ინგლისში საფეხბურთო წესს ცვლიან

სტატიის ავტორი
-